გაეროს უშიშროების საბჭომ ფხენიანის ატომური წვრთნების გამო სპეციალური სხდომა მოიწვია

14281334_1106789002691111_1069028990_nგაეროს უშიშროების საბჭო, ფხენიანის ატომური წვრთნების გამო, სპეციალური სხდომას იწვევს-ინფორმაციას Kyodo News-ი ავრცელებს.
უშიშროების საბჭო აშშ-ს, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ინიციატივით შეიკრიბება. როგორც ვრცელდება, დღის წესრიგში დადგება ფხენიანის მიერ სანქციების გაზრდის გარშემო მსოფლიო თანამეგობრობის კოორდინირება. სხდომა დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.
გაეროს უშიშროების საბჭომ დაუსჯელი არ უნდა დატოვოს რეზოლუციის დარღვევის ფაქტი -წერს გამოცემა.

დღეს, ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად გამოაცხადა ახალი, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, უკვე მეხუთე ატომური ბომბის გამოცდის შესახებ. დღესვე სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რომ მათი შეფასებით, “კორეამ, თავის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ატომური ბომბი გამოსცადა”.
წუხელ აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა რაიონში 5,3 მაგნიტუდის სეისმოლოგიური აქტიურობა დააფიქსირა. სამხრეთკორეელი სამხედროების განცხადებით, ბომბის სიმძლავრე 10 კილოტონა იყო.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური მედია აქვეყნებს, რომ ბომბი ბალისტიკურ რაკეტაზე ქობინად შეიძლება დამონტაჟდეს.
6 სექტემბერს ფხენიანმა გაავრცელა, რომ კინ ჩენ ინი პირადად ხელმძღვანელობდა ბალისტიკური იარაღის გამოყენების წვრთნებს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე: თამარ ჟვანიას ტელეფონზე განხორციელდა ზარი, მასზე ზეწოლას ახდენენ
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ჩვენი საარჩევნო სია დამაჯერებელი გამარჯვების ერთ-ერთი საფუძველი გახდება