გაეროს მშვიდობისმყოფელებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

გაეროს მშვიდობისმყოფელებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

2015 წლის მანძილზე გაეროს მშვიდობისმყოფელებს 69 ბრალდება წაეყენათ სექსუალური ძალადობის მუხლით – ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის მოხსენებაში.
აღნიშნული ბრალდებებიდან მესამედი ეხება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ მისიის წევრებს. ამასთანავე, მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ მსგავსი ბრალდება 2014 წელს ნაკლები იყო – 52.
მოხსენებაში საუბარია ასევე იმაზე, რომ ბრალი სამშვიდობო მისიის სამხედრო მოსამსახურეებს, საერთაშორისო პოლიციას და მოხალისეებს აქვთ წაყენებული 10 სხვადასხვა მისიიდან.

გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მალე გამოქვეყნდება იმ ქვეყნების სია, სადაც ჩადენილი იქნა სექსუალური სახის დანაშაული, ასევე მალე შეიქმნება მშვიდობისმყოფელების ერთიანი დნმ-ის ბაზა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: გაცილებით მნიშვნელოვანი კოალიციები დაშლილა
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ახალი თავმჯდომარე წარუდგინეს