გაეროს კომისიამ ბრიტანეთის წინააღმდეგ ასანჟის ბრალდებას მხარი დაუჭირა

24“ბიბისის” ცნობით, გაეროს არაკანონიერად თავისუფლება აღკვეთილთა სამუშაო ჯგუფი WikiLeaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟის ბრალდებას მხარს უჭერს და ბრიტანეთის პოლიციის მიერ დაცულ ეკვადორის საელჩოში მისი დაკავებას არაკანონიერად აცხადებს.
დღეს WikiLeaks-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ლონდონში ეკვადორის საელჩოს დატოვებს და პოლიციას ჩაბარდება, თუკი გაერო მის ბრიტანეთის წინააღმდეგ საჩივარს არ დაუჭრს მხარს.
ასანჟმა საჩივარი 2014 წლის სექტემბერში შეიტანა გაეროში, ის ამტკიცებდა, რომ მისი საელჩოში გამომწყვდევა არაკანონიერია შვედეთში ექსტრადაციის თავის არიდების მიზნით.
ასანჟმა ეკვადორის საელჩოს თავშესაფარი 2012 წელს სთხოვა.

შვედეთის პროკურორებს ასანჟის დაკითხვა თითქოსდა 2010 წელს მომხდარი გაუპატიურების ფაქტის გამო უნდოდათ WikiLeaks-ის ორ ქალ-ვოლონტიორთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიტანეს კიდეც ფორმალურად საჩივარი.
თვითონ ასანჟი ამტკიცებს, რომ ვოლონტიორები, რომელზეც არის საუბარი, მასთან სექსუალურ კავშირში ნებაყოფლობით შევიდნენ და მის მიმართ ბრალდებას პოლიტიკური სარჩული აქვს. მას შიში აქვს, რომ შვედეთი ასანჟს აშშ-ში ექსტრადირებს, ეს უკანასკნელი კი მას ჯაშუშობაში წაუყენებს ბრალს.

გაეროს კომისია სამართლისმცოდნე ექსპერტებით არის დაკომპლექტებული. მისი გადაწყვეტილებას ბრიტანეთის ან შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე ფორმალური გავლენა არა აქვს.

banner
წინა სტატიაშიგერმანია მიგრანტებზე 2,5 მილიონ ევროს დახარჯავს
შემდეგი სტატიაან ეხლა ან არასდროს