გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთი ოკუპანტ ქვეყანად აღიარა

ორშაბათს, 19 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 65-ე პლენატურ სხდომაზე  “ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ” რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტში გაერო იყენებს ფორმულირებას “უკრაინის ტერიტორიების – ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის რუსეთის ფედერაციის მიერ დროებითი ოკუპაცია”. რუსეთის სტატუსია სახელმწიფო-ოკუპანტი. რეზოლუციაში გამოყენებულ ფორმულირებებს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ არსებულის პროლონგაციისათვის, არამედ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოსაღებად იმის გამო, რომ ის ყირიმში სერიოზულად არღვევს ადამიანის უფლებებს.
რეზოლუციის თანაავტორია 32 ქვეყნის დეეგაცია, მათ შორის აშშ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა ანკარაში საელჩო დახურა
შემდეგი სტატიავინ არის რუსეთის ელჩის მკვლელი მერთ ალთინთაში?