გაეროს გენერალური მდივანი ტრამპი-კიმ ჩენ ინის შეხვედრის გაუქმების გამო შეშფოთებას გამოხატავს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოხატა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრის ჩაშლის გამო. ჟენევის უნივერსიტეტში 24 მაისს სიტყვით გამოსვლისას გუტერეშმა აშშ-ს და ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა დიალოგი გააგრძელონ კორეის ნახევარკუნძულზე ატომური განიარაღების მისაღწევად. გუტერეშის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა ინთან 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

გენერალურმა მდივანმა მსოფლიოს ქვეყნები გაარიტიკა იმის გამო, რომ მათ მიმდინარე წელს 1,7 ტრილიონი დოლარი არმიასა და შეიარაღებაზე დახარჯეს. ეს 80-ჯერ მეტია, ვიდრე მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარებისთვის საჭირო თანხა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის სამ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება
შემდეგი სტატიამორგან ფრიმანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ