გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი: ტრამპის პრეზიდენტად არჩევა არ შეიძლება

გაეროში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ზეიდ რაად ზეიდ ალ-ჰუსეინი თვლის, რომ თუკი დონალდ ტრამპს აშშ-ს პრეზიდენტად აირჩევენ, ის მსოფლიოსთვის იქნება სახიფათო.
დღეს, ჟენევაში ჟურნალისტებთან სიტყვით გამოსვლისას, იორდანელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანდიდატის ზოგიერთი გამონათქვამი “ღრმა შეშფოთებას იწვევს”.
კერძოდ, კი, კომისარმა გაიხსენა ტრამპის აზრი წამების მეთობედის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო დონეზე აკრძალულია, ასევე, ტრამპის გამონათქვამები დაუცველი ჯგუფების მიმართ.
“თუკი აირჩევენ დონალდ ტრამპს იმის შემდეგ, რაც მან უკვე თქვა, ჩემი აზრით, ეს საერთაშორისო დონეზე საშიში იქნება” – განაცხადა ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.

banner
წინა სტატიაშიტოკიოს ნაწილი შუქის გარეშეა დარჩენილი
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ჩვენ დავბეჭდავთ თქვენს სურათებს პლაკატებზე წარწერით მოღალატე