გაერომ კონფლიქტებში კულტურული ფასეულობების დაცვაზე რეზოლუცია მიიღო

პარასკევს, გაეროს უშიშროების საბჭომ, პირველად, ერთხმად მიიღო რეზოლუცია 2347, რომლის მიზანი შეიარაღებულ კონფლიქტებში კულტურული ფასეულობების დაცვაა.

რეზოლუციის პროექტი საფრანგეთის და იტალიის დელეგაციებმა მოამზადეს. დოკუმენტი სახელმწიფოებს ავალდებულებს “შესაბამისი ზომები მიიღონ კულტურული ფასეულობების და სხვა არქეოლოგიური, ისტორიული, კულტურული, იშვიათი სამეცნიერო და რელიგიური ნივთების უკანონო ბრუნვის და უკანონო ვაჭრობის აღკვეთისა და პრევენციისათვის”, რისთვისაც მათ უნდა აკრძალონ ტრანსასაზღვრო ვაჭრობა უკანონოდ მიღებული ისეთი ნივთებით, რომლებიც ბრუნვაში შეიძლება შეიარაღებული კონფლიქტების წყალობით გაჩენილიყო.

რეზოლუციაში სახელმწიფოებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები: დოკუმენტურად აღრიცხონ და გააერთიანონ კულტურული ფასეულობები მათ ტერიტორიებზე არსებული “უსაფრთხო ზონების” ქსელის ფარგლებში; ასევე არეგულირონ ობიექტების ექსპორტი და იმპორტი სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატებით; შექმნან დანაყოფები, რომელთა სპეციალიზაცია კონკრეტულად ფასეულობების კონტრაბანდასთან ბრძოლა იქნება.

რეზოლუციაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე წინასწარ განზრახული თავდასხმა სამხედრო დანაშაულად განისაზღვრა.

2016 წელს, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო 2199 რეზოლუცია, რომელმაც სახელმწიფოებს ტერორისტული ჯგფების შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულება განუსაზღვრა. ამ დოკუმენტისგან განსხვავებით, რომელიც სირიას და ერაყს ეხებოდა, 2347 რეზოლუცია შეიარაღებული კონფლიქტების ყველა სიტუაციაზე ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკო აშშ-სა და გერმანიას ბოევიკების დაფინანსებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაჯოლი და პიტი შერიგდნენ