გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაზე რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციას სირიის შესახებ მხარი არ დაუჭირა. დოკუმენტს ვეტო აშშ-მ და საფრანგეთმა დაადო.

სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ პრობლემის მოსაგვარებლად უკეთესია, რუსეთს შეესრულებინა უკვე მიღებული რეზოლუცია, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭომ 2015 წლის დეკემბერში მიიღო.

რეზოლუცია მოითხოვდა ყველა იმ ქმედებების შეწყვეტას, რომელიც სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს, მათ შორის სირიაში სახმელეთო დანაყოფების შეყვანაზე უარის თქმას.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის თხოვნით, სირია-თურქეთის საზღვარზე სიტუაციის დაძაბვის ფონზე გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიუაქციზო კონიაკის და სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიათურქეთის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ქურთულმა დაჯგუფებამ აიღო