გაერო-ს უშიშროების საბჭო იერუსალიმის სტატუსზე იმსჯელებს

გაერო-ს უშიშროების საბჭო ხვალ იერუსალიმის სტატუსის გარშემო შექმნილ სიტუაციას განიხილავს.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ქალაქის ამჟამინდელი სტატუსის ცვლილება უკანონოდ ცხადდება.

არსებული ინფორმაციით, პალესტინის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი გაერო-ს უშიშროების საბჭოში ეგვიპტურმა დელეგაციამ შეიტანა.

“ნებისმიერ გადაწყვეტილებებს და ქმედებებს, რომლებიც წმინდა ქალაქ იერუსალიმის ხასიათის, სტატუსისა და დემოგრაფიული შემადგენლობის ცვლილებას ითვალისწინებს, არ გააჩნია იურიდიული ძალა, არის უკანონო და უნდა გაუქმდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად”, – აღნიშნულია პროექტში.

banner
წინა სტატიაში„შენი იდეა ქალაქის მერს“ – კახა კალაძე მოქალაქეებს ახალი სერვისს სთავაზობს
შემდეგი სტატიაკვირის ბოლოს ლარი მცირედით გამყარდა