გაერო მოსულიდან პირველ ლტოლვილებზე ავრცელებს ინფორმაციას

1ერაყის ქალაქ მოსულზე შეტევის დაწყებიდან 900 ადამიანი გაიქცა -ინფორმაციას გაეროს ლტოლვილტა საბჭო ავრცელებს. ისინი სირია-ერაყის საზღვარზე კარვებში იმყოფებიან. გაეროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მოსულიდან წამოსული ლტოლვილები აქ დასახლდებიან დროებით, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება. გაერო ასევე ფიქრობს, რომ ლტოლვილების სახით ქალაქიდან შესაძლებელია ბოევიკებიც გაიქცნენ.

ქალაქზე შეტევის ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. ერაყის არმია, საერთაშორისო კოალიციის დახმარებით ქალაქის “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებისაგან განთავისუფლებას აპირებს, რომლებიც მოსულში 2014 წლიდან არიან. ქალაქს ბოევიკები “ისლამური სახელწმიფოს” დედაქალაქვს უწოდებენ. თავის მხრივ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში შიშობენ, რომ ისლამისტები ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ.
სხვადასხვა მონაცემებით, ამჟამად ქალაქ მოსულში 1,5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ქალაქში იმყოფება 5 000-ზე მეტი „ბოევიკი“.
ვარაუდობენ, რომ მისიის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება -წერს “ბიბისი.

banner
წინა სტატიაშიცესკო მეორე ტურის ჩასატარებლად 6 მლნ ლარს ითხოვს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი : “გრძელდება ოცნება-ნაცების ერთობლივი სპეცოპერაცია, კოდური სახელწოდებით “გადავაგდოთ საქართველო”.