გაერო: “ისლამური სახელმწიფო” მოსულის მოსახლეობას კლავს

ექსტრემისტული გაერთიანება “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა მოსულის 40 მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს, მათ მოკლულებს “ღალატსა და ერაყის არმიასთან თანამშრომლობაში” დასდეს ბრალი.
გაეროს მონაცემებით, დახოცილი ადამიანების გვამები მათ ბოძებზე ჩამოკიდეს ქალაქის სხვადასხვა რაიონებში.
ბოევიკები არ ინდობენ არც თავიანთ მეომრებს, თუკი ისინი ბრძოლის ველს თავს აარიდებენ.

მოსულზე შეტევა 17 ოქტომბერს დაიწყო.
სამხედროები და ექსპერტები თვლიან, რომ მოსულის აღებით ერაყში “ისლამური სახელმიფო” დამარცხდება.

banner
წინა სტატიაში“კრემლის არგუმენტები ემთხვევა ზოგიერთი უკრაინელი ,,ექსპერტის” აზრებს” -სააკაშვილი მედვედევს პასუხობს
შემდეგი სტატია“შავ პარასკევს” ჩინურმა ალიბაბამ რეკორდული გაყიდვები აჩვენა