გაერო: ერაყის რაიონებში, სადაც „ისლამური სახელმწიფო“ იყო, მასობრივ სასაფლაოებს ნახულობენ

ერაყის იმ რაიონებში, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლ ქვეშ იმყოფებოდა, უკვე 50-მდე მასობრივი სასაფლაოა ნაპოვნი – ერაყში გაეროს წარმომადგენელი იან კუბიში ამბობს. კუბიშის აზრით, ეს „საშინელი დანაშაულებების“ პირდაპირი დადასტურებაა, რომელიც დაჯგუფებამ ჩაიდინა. აპრილში ქალაქ რამადში რამდენიმე საფლავი აღმოაჩინეს, სადაც სავარაუდოდ, 40-მდე ადამიანი ასაფლავია. „ისლამური სახელმწიფო“ ქალაქში 20165 წლის მაისი-დეკემბრის განმავლობაში იყო. ქალაქი სრულად ერაყის მთავრობამ 2016 წლის თებერვალში დაიბრუნა. ბოევიკები, პირველ ყოვლისა, სხვადასხვა ჯგუფის ადამიანებს ხოცავდნენ, ასევე იეზიდებს და სამთავრობო ჯარისკაცებს. მასობრივი სასაფლაოები მრავლად არის ასევე სირიაში.

banner
წინა სტატიაშიობამამ მედიას მოუწოდა საპრეზიდენტო არჩევნებიდან „რეალითი-შოუს“ ნუ გააკეთებენ
შემდეგი სტატიაწამყვანი რესპუბლიკელები უარს ამბობენს ტრამპის მხარდაჭერაზე