გაერო: “ბოკო ჰარამმა” უკანასკნელ 6 თვეში 50 ბავშვი თვითმკვლელი-ტერორისტი გახადა

ისლამისტურმა ნიგერიულმა დაჯგუფებამ “ბოკო ჰარამი”, უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე 50 ბავშვი ტერორისტი-თვითმკვლელი გახადა – გაეროს გენერალური მდივნის მოადგლემ ჰუმანიტარულ საკითხებში, სტივენ ო’ბრაიენმა განაცხადა – “ბიბისი” წერს.
ო’ბრაინის თქმით, თვითმკვლელმა-ბავშვებმა აფრიკის ოთხ სახელმწიფოში მოაწყვეს ტერაქტები. მან დაჯგუფება “ფაქტობრივად წარმოუდგენელ” ძალადობაში დაადანაშაულა.
“ბოკო ჰარამის” გამო 9 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს. აქედან 7 მილიონი – ნიგერიელები არიან – გაერო აქვეყნებს.
2,8 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. 5,2 მილიონს საკმარისი პროდუქტები არა აქვს.

ბორნოს შტატში, რომელსაც ადრე ბოევიკები აკონტროლებდნენ, 250 ათასი ბავშვი შიმშილობს. 2016 წელს, შესაძლებელია მათგან ყოველი მეხუთე მოკვდეს.
გაეროს შეფსებით, “ბოკო ჰარამთან” ბრძოლები ეფექტურად არ მიმდინარეობს სახსრების უკმარისობის გამო, რომელიც ამ მიზნისკენ არის მიმართული.

“ბოკო ჰარამმა” შეიარაღებული აქტიურობა 2009 წელს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშივენესუელას ზოოპარკში შიმშილისგან 50 ცხოველი დაიღუპა
შემდეგი სტატიაახალი ზელანდია ყველა მტაცებელს გაანადგურებს