გაერო: ასობით ათას სირიელს შიმშილით სიკვდილი ემუქრება

123გაეროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, 200 ათასი სირიელი ქალაქ დეირ-ზე-ზორში, რომელიც რამდენიმე თვეა ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების მიერ არის დაკავებული, შიმშილობს.
გაეროს წარმომადგენლის თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ქალაქში დაახლოებით 20 ათასი ადამიანი უკვე გარდაიცვალა შიმშილისგან, თუმცა, ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.

დეირ-ზე-ზორი ნავთობით მდიდარი პროვინცია დაირ-ზე-ზაურის ადმინისტრაციული ცენტრია, რომლის უმეტეს ნაწილს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები აკონტროლებენ.
გუშინ ქალაქში ისლამისტურმა დაჯგუფებამ ათობით ადამიანი დახვრიტა.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა და მკვლელობა ნინოწმინდაში – შსს-მ 6 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: თქვენთან ერთად გვინდა განვიხილოთ ის მიმართულებები, რაზეც ფოკუსირებას მოვახდენთ