გაერო: ალეპოში ისტორიული მასშტაბის დანაშაული მიმდინარეობს

1ალეპოში მიმდინარე მოვლენებს სამხედრო დანაშაული უწოდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა. იქ “ისტორიული მასშტაბის დანაშაულებები” ხდება – განაცხადა  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსადმი თავის ვიდეომიმართვაში.
“საერთაშორისო თანამეგობრობის კოლექტიური უსუსურობა, მოსახლეობა დავიცვათ და სისხლისღვრა შევაჩეროთ, ჩვენ თან უნდა გვსდევდეს და სიზმარში უნდა ვხედავდეთ” – თქვა ალ-ჰუსეინმა.  მან კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდება დაძლონ უთანხმოება და ალეპოს საქმე საერთაშორისო სასამართლოს გადასცენ.

ადრე Amnesty International-მა მტკიცებულებები მოიყვანა, რომ სირიული და რუსული ავიაციები მიზანმიმართულად ბომბავენ სკოლებს, სამედიცინო დაწესებულებებს, მეჩეთებს და ბაზრებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ბელგიას მისი თვითმფრინავების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის მტკიცებულებები წარუდგინა
შემდეგი სტატიაანაკლიის პორტის ტერიტორიაზე ადრეანტიკური ხანის ნაქალაქარი აღმოაჩინეს