“გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი”- ტარიელ ლონდარიძე

გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ტარიელ ლონდარიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.

”ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილის როლია, რომელმაც ვერ შეძლო პარტიაში დაპირისპირების განმუხტვა და გამაერთიანებელი ლიდერის როლის შესრულება, რაც პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. დრო გაივლის, ვნებათაღელვა ჩაცხრება, ცივ გონებაზე თითოეული დაფიქრდება და დასკვნებს გამოიტანს, მე კი, გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი და ვცადო დავუმტკიცო საკუთარ თავს რომ მის გარეშეც შემიძლია ვებრძოლო ჩემი ქვეყნის მტრებს. იმედს ვიტოვებ, დადგება კვლავაც გაერთიანების დრო. ყველას დიდი მადლობა, მიუხედავად ჩვენი პოზიციებისა ყველანი მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გისურვებთ გამარჯვებას, თქვენ ფრონტის ერთი ფლანგიდან და ჩვენ მეორე ფლანგიდან”, – წერს ტარიელ ლონდარიძე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: ბარებში ქართველი არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა ხდება, რაც ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფაა
შემდეგი სტატია“გირჩის” ოფისში პოლიცია მივიდა