“გადაწყვეტილება, საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული” – კალაძე პენსიების ზრდაზე

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, პენსიების გაზრდასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, სამინისტროების საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული.

როგორც კალაძემ მთავრობის ხსდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს.
რაც შეეხება ბიუჯეტს, ენერგეტიკის მინისტრის მტკიცებით, ის ხალხზე ორიენტირებულია.
“გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინაერეობს. პირველი ივლისიდან პენსია იქნება 180 ლარი. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მძიმეა სოციალური მდგომარეობა და სწორედ ამიტომ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, რათა მოსახლეობას მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ყოფა. ზოგადად ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ ის ხალხზე ორიენტირებულია. ზუსტად ეს არის ის პროგრამა, ის პროექტი, რომელიც თავიდანვე, წინასაარჩევნო პერიოდში იყო გაჟღერებული. აღნიშნული თანხები ყველა სამინისტროდან მაქსიმალურად იქნა მოპოვებული. თქვენ იცით, რომ გაზრდილია შემოსავლები. ამასთან დაკავშირებით დეტალურად ფინანსთა მინისტრი მოგახსენებთ, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება, საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული”,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა
შემდეგი სტატიათბილისში შემოვლითი რკინიგზის პროექტის აღდგენა იგეგმება