გადააყენებენ თუ არა სააკაშვილს

დღეს 18.00 საათზე ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პრეს-კონფერენციას გამართავს – ამის შესახებ მისმა პრეს-მდივანმა დარია ჩიჟმა განაცხადა.
“დღეს, 18.00 საათზე სააკაშვილი ოდესაში პრეს-კონფერენციას გამართავს, სადაც ყველა შეკითხვაზე პასუხს გასცემს. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ამიტომაც კეთდება ეს პრეს-კონფერენცია” – განაცხადა ჩიჟმა.

სავარაუდოდ, პრეს-კონფერენცია სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან განთავისუფლების შესახებ გავრცელებულ ხმებს შეეხება. ამასთანავე, საუბარია სააკაშვილის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნაზეც.

banner
წინა სტატიაშიროგორი იქნება უკრაინის მინისტრთა კაბინეტი
შემდეგი სტატიაჩვენ დავტოვეთ უმრავლესობა და ყველა საპარლამენტო თანამდებობა