გაჩეჩილაძის მოსაზრებით გარემოს დაცვის სამინისტრო დამოუკიდებელ სტრუქტურად უნდა დარჩეს

აქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრის გია გაჩეჩილაძის თქმით, სასურველი იქნება, თუ გარემოს დაცვის სამინისტრო დამოუკიდებელ სტრუქტურად დარჩება. გაჩეჩილაძის მოსაზრებით, ამით გამოიკვეთება სტრატეგია, რომ გარემოს დაცვის საკითხები ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული განცხადება გაჩეჩილაძემ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციების გადანაწილება ორ სხვადასხვა სამინისტროზე ხდება.
გარემოს დაცვის საკითხებზე ალბათ პოზიციებს შევათანხმებთ, ჩვენი სურვილია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო დამოუკიდებელ სტრუქტურად დარჩეს. ამით გამოიკვეთება სტრატეგია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო თვალსაზრისით, რომ ჩვენ პრიორიტეტად გვაქვს გარემოს დაცვის საკითხები. გარემო-ს დაცვის საკითხები ასოცირების ხელშეკრულებაშიც ერთ–ერთი პრიორიტეტია.“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

banner
წინა სტატიაში“ნებისმიერ ცვლილებას ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, რომელიც ბიუროკრატიულ ხარჯებს შეამცირებს” – ირაკლი აბესაძე
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ის მნიშვნელოვანი თემები – მათ შორის ოკუპაცია, რომელიც ქვეყანას აწუხებს, ეუთო-ს დღის წესრიგში უფრო აქტიურად დადგება