გაათავისუფლებენ თუ არა თბილისის 67-ე სკოლის დირექტორს – განათლების სამინისტრო დასკვნას დღეს გაასაჯაროებს

განათლების სამინისტრო შიდა აუდიტის დასკვნას დღეს გაასაჯაროებს და შესაბამისად დღეს გახდება ცნობილი გაათავისუფლებენ თუ არა თბილისის 67-ე სკოლის დირექტორს.

პედაგოგების თქმით, დასკვნაში დირექტორის მხრიდან ფინანსურ დარღვევებზე, ზეწოლაზე, მასწავლებელთა შევიწროებაზე და შეურაცხყოფაზეა საუბარი.

„მთელი რიგი ბრალდებებია წაყენებული დირექტორის წინააღმდეგ და შესაბამისად, ამ დასკვნის საფუძველზე იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქალბატონი დოდოს საკითხს, მინდა ვთქვა, რომ მის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, შესაბამისად, მისი გათავისუფლება არ უნდა მოხდეს,“ – განაცხადა თბილისის 67-ე სკოლის პედაგოგმა თათა ანენაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მოსწავლეებმა ქიმიის მასწავლებლის მხარდასაჭერი აქცია სკოლაში გასულ კვირას გამართეს.

„აუდიტის სამსახურმა მოიკვლია ყველაფერი, მე დავეთანხმე და ჩემს გარდა კიდევ სამი წევრი დაეთანხმა დირექტორის გათავისუფლებას. ვიმედოვნებთ, რომ განათლების სამინისტრო, ისევ აუდიტის სამსახურის მოკვლევის საფუძველზე მიიღებს სამართლიან და ადეკვატურ გადაწყვეტილებას,“ – აცხადებს თბილისის 67-ე სკოლის პედაგოგი ირინა გოჩიტაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ტერიტორიაზე კომისიამ საველე გასვლა განახორციელა.
შემდეგი სტატიაზუგდიდში მაღაზია გაძარცვეს