Freedom House-მა უკრაინის რუკა ყირიმის გარეშე გამოაქვეყნა

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Freedom House-მა თავის მოხსენებაში, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების დონეებზე მსოფლოში, უკრაინის რუკა ყირიმის გარეშე გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სათაურით, “პოპულისტები და ავტოკრატები: მსოფლიო დემოკრატიის ორმაგი საფრთხე”, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ინფოგრაფიკაზე ყირიმი უკრაინისგან განსხვავებული ფერით არის აღნიშნული, როგორც ცალკე ტერიტორია. ნახევარკუნძული მიკუთვნებულია “არათავისუფალ” ქვეყნებს, რომლის რეიტინგი 100 შესაძლო ბალიდან ცხრაა.
შეგახსენებთ, რომ იანვარში უკრაინულმა საბავშვო ტიპოგრაფიამ გეოგრაფიული რუკა დაბეჭდა ბავშვებისათვის, რომელზეც ყირიმი რუსეთის ნაწილად არის აღიარებული.

banner
წინა სტატიაშიმერკელმა ერდოღანს დემოკრატიული ნორმების დაცვისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს