Freedom House-მა განმარტა, სხვადასხვა ფერში რატომ აღნიშნა უკრაინა და ყირიმი

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House განმარტა, მათ მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში რატომ იყო სხვადასხვა ფერში მოცემული უკრაინა და ყირიმი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ისინი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ მიიჩნევენ, ფერში სხვაობა კი იმიტომ არის, რომ მათ მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე მოცემულია თავისუფლების მდგომარეობა ქვეყნის ან გარკვეულ ტერიტორიაზე.


“თუკი თქვენ, ისევე, როგორც ბევრ არა გულგრილს, არ გასვენებთ შეკითხვა, თუ რატომ არის ყირიმი და უკრაინა სხვადასხვა ფერებში აღნიშნული, მაშინ Freedom House-სს თქვენთვის აქვს პასუხი. რუკაზე ფერი აღნიშნავს ქვეყანაში, ან გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლების მდგომარეობას. თუკი ქვეყანა თავისუფალია, ის მწვანე ფერით არის აღნიშნული, თუკი “ნაწილობრივ თავისუფალია”, მაშინ ყვითელი ფერით, თუკი “თავისუფალი არ არის”, მაშინ იასამნისფრად” – ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტი, სათაურით, “პოპულისტები და ავტოკრატები: მსოფლიო დემოკრატიის ორმაგი საფრთხე”, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპუტინმა ერთი ბრძანებით 17 გენერალი გაანთავისუფლა