Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება. უფლებადამცველი ორგანიზაცია მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2015 წლის ანგარიშს – “უარყოფილი დემოკრატია: რკინის მუშტისკენ მიბრუნება” აქვეყნებს. დოკუმენტში მიმოხილულია 195 ქვეყანა, რომელთაგან 89 (46%) შეფასდა როგორც თავისუფალი, 55 (28%) – ნაწილობრივ თავისუფალი, 51 (26%) – არათავისუფალი. სწორედ 28%-შია საქართველოც, რომელსაც Freedom House ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანად აფასებს. 7-ქულიან შკალაში, რომლის მიხედვითაც 1 ქულით თავისუფალი მდგომარეობა, ხოლო ქულების მატება თავისუფლების ინდექსის გაუარესებას მიუთითებს, საქართველო 3 ქულით არის შეფასებული. ამასთან, 3 ქულით ფასდება საქართველოში როგორც პოლიტიკური უფლებების, ისე სამოქალაქო თავისუფლების მაჩვენებელი. გარდა თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი ქვეყნებისა, Freedom House უკიდურესად უარყოფითად აფასებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ეკვატორულ გვინეაში, ერითრეაში, ჩრდილოეთ კორეაში, საუდის არაბეთში, სომალიში, სუდანში, სირიაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში არსებულ მდგომარეობას.

banner
წინა სტატიაშიია მეტრეველს პროკურატურაში დაკითხავენ
შემდეგი სტატიააშშ-ში რუსეთის მოქალაქეები ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს