Fox News-მა შეცდომით ბრიტანეთის გაეროდან გამოსვლაზე აცნობა “ტვიტერის” მომხმარებელს

ამერიკულმა Fox News-მა მაყურებელს შეცდომით აცნობა, რომ ბრიტანეთის სურვილია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დატოვოს ევროკავშირის ნაცვლად – ინციდენტი დღეს მოხდა, რაც “ტვიტერის” მომხმარებლებს არ გამორჩენიათ.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა სახუმაროდ, Fox News-ის “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ ახალ ამბავს კომენტარი გაუკეთა: “ეს რა არის, მე გავიგე, რომ მალე რეფერენდუმი ჩატარდება პლანეტის გაერთიანებული ფედერაციიდან გამოსვლის თაობაზე” – დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც ხმათა 48,1%-ია.

banner
წინა სტატიაში(video) ,,ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცი“ კიწმარიშვილის სახლთან – პროკურატურა ვიდეო-ჩანაწერს ავრცელებს
შემდეგი სტატიაამერიკულმა მედიამ გამოსამშვიდობებელი “ბრექსით”-პლეილისტი შეადგინა