(foto)პორტუგალიაში ტყის მასივებზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

პორტუგალიაში ტყის მასივებზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია.

დაღუპულთა უმეტესობა სახიფათო ტერიტორიის დატოვებას ავტომობილებით ცდილობდა, თუმცა მოულოდნელად ცეცხლის რკალით აღმოჩნდა გარშემორტყმული და თავის დაღწევა ვეღარ შეძლო.

60-მდე დაშავებულს შორის მეხანძრეებიც არიან. სტიქიის ლოკალიზებისთვის 600 მეხანძრე იბრძვის.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ერთ-ერთ ხეზე მეხის დაცემას განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურაც უწყობს ხელს, რომელიც 40 გრადუსს აჭარბებს.

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა გაჩენილ ხანძარს ბოლო წლების უდიდესი ტრაგედია უწოდა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს
შემდეგი სტატიასტამბოლი-თბილისის რეისს აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითფრინავს მეხი დაეცა