ზესტაფონში, ე.წ. „შავ ბაზარზე“ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 1 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
მოვაჭრეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
შეგახსენებთ ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. განადგურებულია გასაყიდი საქონელი – ტანსაცმელი, საკანცელარიო ნივთები, სამშენებლო მასალები, ელექტროსაქონელი. არსებობდა აფეთქების საფრთხეც, რადგან ზოგიერთ მაღაზიაში საღებავები და სხვა სახის ქიმიური ნივთიერება იყო განთავსებული.