FIFA-მ პრეზიდენტობის 5 კანდიდატი დაარეგისტრირა…

ფიფას საარჩევნო კომისიამ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებზე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება, 5 კანდიდატი დაამტკიცა…

კანდიდატებს შორის არიან: 1. უეფა-ს გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო (იტალიური წარმოშობის შვეიცარიის მოქალაქე) 2. ფიფა-ს ვიცეპრეზიდენტი – პრინც ალი ბინ ალ-ჰუსეინი (იორდანიის პრინცი) 3. ტოკიო სეკსვალე (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი მშენებლობის მინისტრი და ნელსონ მანდელას მიმდევარი) 4. ფიფას გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე – ჟერომ შამპანი (საფრანგეთი) 5. აზიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტი –შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფა (ბაჰრეინელი შეიხი)

საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა პრეზიდენტობის კიდევ 2 კანდიდატს დარეგისტრირებაზე… ესენი არინ უეფა-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში ფიფა-ს ეთიკის კომისიამ 90 დღით საფეხბურთო საქმიანობას ჩამოაშორა და იმის გამო, რომ ეს დისკვალიფიკაცია კიდევ 45 დღით შეიძლება გახანგრძლივდეს, მას უარი ეთქვა დისკვალიფიკაციის დასრულებამდე რეგისტრაციაზე… და ლიბერიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი მუსა ბილიტი, რომლისადმი აურის მიზეზებზე ფიფა-მ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,,ისლამური სახელმწიფოს,,, შურისძიება ,,ჰეზბოლაზე,, … ბეირუთში 41 ადამიანი მოკლეს…
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყურადღებით აკვირდება რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესს