FBI-ს თანამშრომელი, რომელიც ISIS-ის წევრის საქმიანობას სწავლობდა, ტერორისტს ცოლად გაჰყვა

ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თარჯიმანი, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციასთან ჰქონდა წვდომა და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის საქმიანობა უნდა შეესწავლა, 2014 წელს სირიაში მალულად გაემგზავრა და ტერორისტს ცოლად გაჰყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თარჯიმანმა ხელმძღვანელობა მოატყუა, თითქოს სხვაგან მიემგზავრებოდა, მისი ქმარი კი გააფრთხილა, რომ FBI-ს დაკვირვების ქვეშ იყო.

ტერორისტი, რომელსაც FBI-ს თანამშრომელი ცოლად გაჰყვა, გერმანელი რეპერია, რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ გადაიბირა და მის პროპაგანდისტულ, მათ შორის ადამიანების სიკვდილით დასჯის ვიდეოებში ხშირად ფიგურირებს.

CNN-ის ინფორმაციით, FBI-ს თანამშრომელი მალევე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, კვლავ შეერთებულ შტატებში დაბრუნდა, სადაც დააპატიმრეს, თუმცა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, მხოლოდ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

banner
წინა სტატიაშინინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის ჯილდო მიენიჭა
შემდეგი სტატიახმაური და დაპირისპირება წყნეთის ქუჩაზე-დაკავებულები არიან ტრანსგენდერი ქალები