ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა 2015 წლიდან ამოქმედდება

ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა 2015 წლიდან ამოქმედდება

ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა 2015 წლიდან ამოქმედდებაფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა 2015 წლიდან ამოქმედდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 2015 წლის 31 მარტიდან ეძლევა ფარული საგამოძიებო მოქმედების − სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობა, რადგან პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონი ძალაში სწორედ ამ დღიდან შედის.

აღნიშნული კანონის მიხედვით, ამოქმედდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ე.წ. ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა, როცა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან ელექტრონული თანხმობის გაცემა იქნება საჭირო.

ამავე კანონით, საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში ორჯერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგენს.

ფარული მოსმენების “გასაღების” თემა პარლამენტში ხანგრძლივი და ხმაურიანი განხილვის საგანი იყო. მასთან დაკავშირებულ პროექტზე პრეზიდენტმა ვეტოს უფლება ორჯერ გამოიყენა – ერთხელ უარი უთხრა პარლამენტს კანონპროექტის მიღების რამდენიმე თვით გადავადებაზე, ხოლო მეორედ ხელი არ მოაწერა ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბაზარზე ნავთობმა ისვე დაიკლო
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური მოხსენებით პარლამენტში თებერვალში წარსდგება