“ევროვიზია 2018”-ის პირველი ნახევარფინალის ფავორიტები

ჟურნალისტების აზრით, რომლებიც “ევროვიზიას” აშუქებენ, ასევე, ბუქმეკერების თქმით, კონკურსის ფავორიტებს შორის არის მუსიკოსი ისრაელიდან ნეტა ბარზილაი ელექტრო-პოპ კომპოზიციით “თოი”, ასევე, ლისაბონში მიმდინარე რეპეტიციების შედეგებით, კონკურსის აშკარა ფავორიტია კვიპროსელი ელენი ფურეირა საცეკვავო სიმღერით “Fuego” – გერმანული “დოიჩე ველე” წერს.
ფინალში გასვლის დიდი შანსი აქვთ ასევე ჩეხ მიკოლაშ იოზეფს კომპოზიციით “Lie to me”, რომელიც რეპის, სვინგის და ფანკის სინთეზია, საერთაშორისო კვინტეტს “Equinox”, მისტიური ბალადით “Bones” და ესტონელ ელინა ნეჩაევას პოპ არიით “La Forza”.

გამოცემის თქმით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ნახევარფინალში მოხვედრის ყველაზე მეტი შანსი აქვთ აზერბაიჯანელ აისელ მამედოვს, გასვლა გაუჭირდება უკრაინელ ნიკიტა ალექსეევს, რომელიც ბელორუსს წარმოადგენს, ასევე, სომეხ სომეხ სევაკ ხანაგიანს და ლიტველ იევა ზასიმიაუსკაიტეს.

banner
წინა სტატიაშიპირველად 5 წლის მანძილზე პუტინმა Forbes-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგა
შემდეგი სტატიატრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ირანთან ატომური შეთანხმებიდან გასვლაზე ევროკავშირმა უარი თქვა