ევროსასამართლომ ცხადყო, რომ ეს იყო პოლიტიკური პროცესი – კინწურაშვილი “რუსთავი2”-ის საქმეზე

ევროსასამართლომ ცხადყო, რომ ეს იყო პოლიტიკური პროცესი, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ გაუძლო ქართულმა სამართლებრივმა სისტემამ- ეს განცხადება, მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, თამარ კინწურაშვილმა, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის საქმეზე საუბრისას გააკეთა. კინწურაშვილის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც უკვე აშკარაა, რომ ხელისუფლება “რუსთავი2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს და არ გამორიცხავს, რომ კვლავ გააგრძელებენ მცდელობას მიზნის მისაღწევად.

„ისინი მოელიან რუსთავი2-გან მოვლენების ისე აღქმას, როგორც თვითონ წარმოუდგენიათ. ამ წერილით გამოდის, რომ ყველა არის შეცდომაში შეყვანილი და ყველა არის სიცრუის მსხვერპლი. ასეთი ურთიერთობა ზიანს მიაყენებს საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე,“ – განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ახლა იწყება – დავით ჯანდიერი
შემდეგი სტატიადევნილთა და განსახლების სამინისტროსა და იუსტიციის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა