ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ესპანელი პოლიტიკოსი პედრო აგრამუნტი აირჩიეს, მან ამ პოსტზე ლუქსემბურგელი ან ბრასორი შეცვალა. აგრამუნტი ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეა.
აგრამუნტი ასამბლეის წინაშე საქართველოს შესახებ არაერთი მოხსენებით წარდგა. ის საქართველოს ხელისუფლებას წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენების გამო აკრიტიკებდა.