ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა ევროკავშირის დაშლის ნიშნებზე ისაუბრა

ტუსკი ევროპაში რევოლუციის ჩრდილს ხედავს

ევროკავშირის მოქალაქეები ევროსკეპტიციზმს ან ევროპესიმიზმს განიცდიან – ამის შესახებ ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
“ევროპაში დაშლის აჩრდილი დადის და ამის საუკეთესო პასუხად მე არა მგონია ფედერაციის იდეა იყოს” – განაცხადა ტუსკმა ლუქსემბურგში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკოსებთან შეხვედრისას. მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები ევროინტეგრაციის იდეაში ჩაფლულები იყვნენ და ვერ შენიშნეს მოსახლეობაში გაჩენილი სკეპტიციზმი.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის პრეზიდნეტობის არჩევნების პირველ ტურში ცნობილმა ევროსკეპტიკოსმა ნობერტ ხოფერმა გაიმარჯვა და მეორე ტურში მინიმალური სხვაობით დამარცხდა. აპრილის შუა რიცხვებში ევროკავშირის დაშლაზე ბალტიის ქვეყნები საუბრობდნენ. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ბოლო 3 თვის მანძილზე ევროკავშირში არსებულ პრობლემებზე ინტენსიურად მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კახიანი – დიდი მოლოდინია, რომ ვეტო იქნება გათვალისწინებული
შემდეგი სტატიაანკარამ მოსკოვს ურთიერთობის ნორმალიზაციისათვის სამუშაო ჯგუფი შექმნა შესთავაზა