ევროსაბჭო რუსეთის მიერ ქართველების დეპორტაციის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის შესრულების საკითხს განიხილავს

ევროსაბჭო რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დაკავებასა და დეპორტაციასთან დაკავშირებულ სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მოსკოვის მხრიდან შესრულების საკითხს განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

საქმე ეხება 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის იანვრის ბოლომდე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დაკავებას და დეპორტაციას, რომლის შესახებაც საქმე სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ მოიგო.

ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” 2014 წელს გამოიტანა.

როგორც ცნობილია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო რუსეთისგან კომპენსაციის სახით 70 320 000 ევროს გადახდას ითხოვს. ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის წარმომადგენელები მსჯელობენ, თუ რამდენად სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილებები.

შეხვედრებზე რუსეთის გარდა, განიხილავენ სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელგიის, ბულგარეთისა და კიდევ არაერთი ქვეყნის წინააღმდეგ გამოტანილი გადწყვეტილებების აღსრულების საკითხსაც.

გადაწყვეტილებების შესახებ დოკუმენტები შეხვედრების დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება.

http://www.interpressnews.ge

banner
წინა სტატიაში,,წინა ხელისუფლების დროს ენერგეტიკის მიმართულებით დაწყებული მუშაობა მისასალმებელია”
შემდეგი სტატიაჯგუფ „ბითლზის“ ყოფილი პროდიუსერი გარდაიცვალა