ევროსაბჭო და ევროკავშირი მედიას პროექტების შუალედურ შედეგებს აცნობენ

ევროპის საბჭო და ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული პროექტების შუალედურ შედეგებს მედიას აცნობენ.

ევროკავშირი საქართველოში რვა პროექტს ახორციელებს, რომლებიც ადამინის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას, ციხეებში ჯანდაცვასა და ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს, ინტერნეტ თავისუფლებას, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას, ასევე, არჩევნების მხარდაჭერას და ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.

პროექტების ბიუჯეტი, რომელიც საქართველოში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს დაფინანსებით, “პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს” ფარგლებში ხორციელდება, 3.6 მილიონ ევროს შეადგენს.

საქართველო 14 რეგიონულ როექტშიც მიიღებს მონაწილეობას. ქვეყანაში დაგეგმილია კიდევ სხვა პროექტების განხორციელებაც.

დღევანდელ ღონსიძიებას ესწრებიან საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსი” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას გეგმავს
შემდეგი სტატიაუწყებათშორისი კომისია მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე მსჯელობს