“ევროპულმა საქართველომ” ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლელა ქებურია წარადგინა

”ევროპული საქართველოს” ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლელა ქებურია წარადგინა.

ქებურიას კანდიდატურა ზუგდიდის მერის პოსტზე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე დაასახელა.

„საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან ქალაქში, ჩვენთვის უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვის მატარებელ ქალაქში, ზუგდიდში, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი იქნება ქალბატონი, ქალბატონი ლელა ქებურია,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩემი მერობა უნდა იყოს მაგალითი, რომ არ არსებობს კარი, რომელსაც ქალები ვერ შევაღებთ – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიაგურჯაანში 70 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა