“ევროპულმა საქართველომ” ამბროლაურში მერობის კანდიდატი წარადგინა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა, ამბროლაურში ახალგაზრდა ხელოვანის, ზაურ გამყრელიძის, გამოფენაზე იმყოფებოდა . ახალგაზრდა შემოქმედი პლასტელინით შექმნილი ნამუშევრებზე ბავშვობიდან მუშაობს.

ევროპული საქართველო აგრძელებს საქართველოს მასშტაბით მერობის კანდიდატების წარდგენას. ევროპულმა საქართველომ ამბროლაურში მერობის კანდიდატი წარადგინეს.

პარტიის ლიდერებმა, გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ, კანდიდატად მაია კაციტაძე დაასახელეს. გიგი უგულავამ შეკრებილებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო.

ევროპული საქართველოს ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები. ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება. ამბროლაურში პენსია 50 ლარით მოიმატებს.

banner
წინა სტატიაში,,ცრუ ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ” – მიხეილ იაშვილის მეუღლე
შემდეგი სტატიაერდოღანმა გერმანიის ლიდერებს “მტრები” უწოდა