ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერ მინისტრის პასუხობს

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

,,იმის მაგივრად, რომ პრემიერ მინისტრი კონცენტრირებული იყოს ქვეყნის წინაშე არსებული უზარმაზარი პრობლემების გადაჭრაზე, ღელავს ოპოზიციაზე, კერძოდ ევროპულ საქართველოზე. ამ კაცმა ჩვენი ორი მოქალაქის საზარელი მკვლელობის შემდეგ მისწერა მავნებლური და საზიანო წერილი ქვეყნისთვის რუსეთის ფედერაციას და ეხლა არის გაბუტული იმაზე, რომ ევროპული საქართველოს ინიციატივით პარლამენტმა მიიღო ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაფერისი რეზოლუცია და ჟენევაში ჩავარდა რუსული გეგმა საზოგადოებრივი წნეხის და ჩვენი მოკავშირეების პოზიციის გამო. ეხლა თავს იმართლებს პუტინის და კარასინის შავრაზმელი მოკავშირეების წინაშე ჩვენი ქვეყნის შიგნით. ჩვენ, ევროპული საქართველო კონცენტრირებული ვართ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც კონკრეტულ შედეგებზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ხოლო მას შემდეგ, რაც ივანიშვილის გუნდს შევცვლით არჩევნების გზით, ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე,’’ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიფაქტები – რატომ გაათავისუფლეს ალავიძე და რატომ არ მიდის ნონიაშვილი?!
შემდეგი სტატიამსგავსი საქციელი სცდება ეთიკისა და დიპლომატიის ნორმებს – საგარეო უწყება აფხაზური მხარის ფარულ ჩანაწერზე