“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, გზის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხები ბიუროკრატიულ ხარჯებს მოხმარდება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 13, 2018 19:00

“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, გზის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხები ბიუროკრატიულ ხარჯებს მოხმარდება

საკრებულოს სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ გზის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხა, დაახლოებით, სამი მილიონი ლარი ბიუროკრატიულ ხარჯებს მოხმარდება. ოპოზიცის ინფორმაციით, 700 ათასი ლარი მერიის რეკლამებზე დაიხარჯება.

„ის, რომ სატენდერო პირობებით გამოთავისუფლებული თანხა, კერძოდ, ჩვენ ვსაუბრობდით სამი მილიონ 200 ათას ლარზე მეტზე, ეს თანხა იყო გამოყოფილი საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით და მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, თურმე თბილისში არ არის საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემები. მათ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს, აღნიშნული გამოთავისუფლებული თანხა სხვადასხვა ბიუროკრატიულ ხარჯზე მიმართეს,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო – თბილისის” წევრმა, დავით ჟღენტმა.

„ევროპული საქართველოს“ პრეტენზიებს საკრებულოს უმრავლესობაში არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება.

ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება, სატენდერო ეკონომიებში არსებული თანხები მიემართება მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსებისთვის. ეკონომიები, დაახლოებით, არის ხუთი მილიონი, აქედან მილიონ ლარზე მეტი ხმარდება ბაღების სააგენტოს, 700 ათას ლარამდე მიემართება ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციურ გაუმჯობესებაზე,“- განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 13, 2018 19:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,771
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics