,,ევროპული საქართველოს,, აქციას ჩაშლით ემუქრებიან

,,ევროპული საქართველოს,, მიერ 23 ივლისს დაანონსებულ საპროტესტო აქციას, სახელწოდებით ,,არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში,, ახლახან გამართული ,,ქართველთა მარშის,, ორგანიზატორები ჩაშლით ემუქრებიან.


,,23 ივლისს 19:00 საათზე მობრძანდით რკინიგზელთა სახლთან!
არ დავუშვათ პირსისხლიანი ბოკერიას, თარგანაძეს, გაბაშვილის უგულავას და მათი ლიბერასტული კასტის პარპაში!!! დასრულდეს კოაბიტაცია!
– ჩვენ საზოგადოების დიდი ნაწილი დავდგებით მათი მსვლელობის საწინააღმდეგოდ და არ დავუშვებთ მათ გადაადგილებას! თუ მაგარი ბიჭები არიან გადაგვიარონ!,, განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა ,,ქართველთა მარშის,, ორგანიზატორთა სახელით  ერთ-ერთი ქართული ტელეარხის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიბაქო-თბილის-ყარსის მიმართულებით სატესტო მატარებელი გავიდა
შემდეგი სტატიასაია პრეზიდენტის ვეტოს მიესალმება