„ევროპული საქართველო“ – თბილისის მერიამ და გამგეობებმა 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან ყველა ტენდერი აუქციონის გარეშე ჩაატარეს

ფრაქცია “ევროპული საქართველო” სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.

მათი განმარტებით, თბილისის მერია და გამგეობები ტენდერების არასწორი გზით ჩატარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებს ფლანგავენ.

„თბილისის მერიამ და გამგეობებმა 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან გამოცხადებული ყველა ტენდერი აუქციონის გარეშე ჩაატარეს. რაც იმას ნიშნავს, რომ დაუბრუნდა 90-იანი წლების მავნე პრაქტიკას, როცა შემოდიოდა დალუქული კონვერტები, რაც იძლეოდა მანიპულაციის საშუალებას. ორი თვის განმავლობაში მერიის სტრუქტურის მიერ გამოცხადდა 380-ზე მეტი ტენდერი აუქციონის გარეშე, დაახლოებით 200 მილიონი ლარის ოდენობით. აქედან სახელმწიფომ იზარალა თითქმის 20 მლნ ლარი. ეს არის მთავარი ხარვეზი, რომ ტენდერები ტარდება აუქციონის გარეშე”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი : გამოძიების ამ ეტაპზე, პაატა ბურჭულაძე მოწმის სახით გამოიკითხება
შემდეგი სტატიასუბარმა ეკომიგრანტებს საკუთრების მოწმობები გადასცა