ევროპული საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმენების კანონთან დაკავშირებით სარჩელს შეიტანს

პარტია “მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველო” ორშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმენების კანონთან დაკავშირებით სარჩელს შეიტანს.

ისინი მოსმენების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ, – ამის შესახებ პარტიის წევრმა გიორგი ტუღუშმა განცხადა.

“მოსმენებს არ უნდა ახორციელებდეს ის ორგანო, რომელსაც უშუალოდ აქვს დაინტერესება და აწარმოებს გამოძიებას. ჩვენ ყველა საპარლამენტო მეთოდი ამოვწურეთ, რათა ხელი შეგვეშალა ამ მავნებლური კანონის მიღებისათვის, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შენიშვნები არ გაითვალისწინა, ამიტომ მოვამზადეთ საპარლამენტო სარჩელი, რომელსაც საკონტიტუციო სასამართლოს ორშაბათს წარვუდგენთ”, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

30 მარტიდან ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო პაკეტი ძალაში შევიდა. ამოქმედდება ასევე ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოც.

banner
წინა სტატიაშიენმ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შეცვლისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი: „მიშას რას ერჩოდით ან ადეიშვილს?“