„ევროპული საქართველო“ პლებისციტის მოთხოვნით დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშრებით, „ევროპული საქართველო“ პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. საპარლამენტო უმცირესობა პლებისციტს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაგეგმილ ცვლილებებთან მიმართებით ითხოვს. პარტიის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ხალხმა უნდა მიიღოს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება უმთავრეს დოკუმენტს იღებს მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესით, რომ გაიხანგრძლივონ ძალაუფლებაში ყოფნა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო საზოგადოება, მაგრამ ამასთან ერთად ყველა ოჯახში ჩვენს მოქალაქეებთან მივიდეთ, ვკითხოთ აზრი, გამოხატონ თავის პოზიცია უნდათ თუ არა ის, რომ მათი პოზიციის შესაბამისად შეიცვალოს კონსტიტუცია,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი იმ პირებს დაასახელებს, რომლებიც მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილელებს გააცნობს
შემდეგი სტატია“ეს ადამიანები ბოლომდე განეიტრალებულები არ არიან … ” – მამალაძე