„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას პროგრამის „ჩემი სახლი“ შეჩერების გამო აკრიტიკებს

მოძრაობა „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას პროგრამის „ჩემი სახლი“ შეჩერების გამო აკრიტიკებს და დევნილებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი უძრავი ქონების დარეგისტრირებას ითხოვს.

მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ერთ-ერთი მოქალაქის საქმეზე ისაუბრა, რომელსაც აფხაზეთში დარჩენილი ქონების რეგისტაცია სურს.

ხოშტარიას განმარტებით, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს შესაბამის უწყებებს, რომ “ჩემი სახლის” ფარგლებში შეგროვებული დოკუმენტების საფუძველზე მოხდეს იური ქვაჩახიას ქონების რეგისტრაცია, თუმცა, მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრი უარს აცხადებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა თიანეთის მოსახლეობას „თიანეთობა 2017“ მიულოცა
შემდეგი სტატიაქობულეთში 7 პირი დააკავეს