ევროპის უმსხვილეს ციხეში ჯიჰადისტების ქსელი გაანადგურეს

ევროპის უმსხვილეს ციხეში ჯიჰადისტების ქსელი გაანადგურეს

7პარიზის ფლერი-მეროჟის ციხეში 9 პატიმარი სხვადასხვა ადგილებში გადაიყვანეს ექსტრემისტული ჯგუფის შექმნის მცდელობის გამო – Journal du Dimanche წერს.
გამოცემის წყაროები იტყობინებიან, რომ ივლისში ციხის ადმინისტრაციამ შეტყობინება მიიღო ისლამისტების მიერ ქსელური სტრუქტურის შექმნის შესახებ, სადაც 10 ადამიანი იყო გაერთიანებული. ზუსტად მათი გადაყვანა მოხდა დღეს სხვადსხხვა ციხეებში.
ამასთანავე, უცნობია, დაჯგუფება აპირებდა თუ არა საპროტესტო აქციის მოწყობას, ან მძევლების აყვანას.

ყველაზე ცნობილი პატიმარი ამ ციხეში სალახ აბდესალამია – ის პარიზის ნოემბრის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილია.
პარიზის ნოემბრის ტერაქტებში 130 ადამიანი დაიღუპა, 350-ზე მეტი კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიმედიამ ტრამპის 12 წლის კოორდინატორი აღმოაჩინა
შემდეგი სტატიაერაყელმა ძალოვანებმა მოზარდს თვითმკვლელის ქამარი მოხსნეს (ვიდეო)