ევროპის სასამართლომ ჩათვალა, რომ ბესლანში სპეცრაზმმა სიცოცხლის უფლება დაარღვია

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ 2004 წლის ბესლანის ტრაგედიაში გარდაცვლილი ან დაშავებული ბავშვების მშობლების და ნათესავების სარჩელი განიხილა. სასამართლო განცხადების აზრს დაეთანხმა, სადაც წერია, რომ რუსეთის მთავრობამ სიცოცხლის უფლება დაარღვია (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლი). სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ აღკვეთა სიცოცხლის შესაძლო საფრთხე, რომლის შედეგადაც ბესლანში ბავშვები დაიღუპნენ. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის მთავრობამ ვერ დაგეგმა ისეთი შეტევა, რომელიც მძევლების მინიმალური ოდენობით სიკვდილს გამოიწვევდა. გარდა ამისა, რუსეთის მთავრბვამ მომხდარის ეფექტურად გამოძიების უზრუნველყოფა ვერ შეძლო.
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მთავრობას დაზარალებულებისათვის კომპენსაციის სახით 3 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა – 10 ათასი ევრო ყოველ გარდაცვლილ პირზე, 7 ათასი ევრო ყოველ მძიმედ დაშავებულზე, ხუთი ათასი ევრო საშუალოდ დაშავებულზე და სამი ათასი ევრო მსუბუქად დაშავებულზე.

ბესლანის ტრაგედია 2004 წლის 1 სექტემბერს მოხდა. ბოევიკებმა ბესლანის ნომერ პირველ სკოლაში მყოფი 1128 ადამიანი აიყვანეს მძევლად. ისინი სპორტდარბაზში გადაიყვანეს, სადაც სამი დღის მანძილზე ყავდათ სიცივეში და წყლის გარეშე. სპეცსამსახურების განმათავისუფლებელი ოპერაციისას 334 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 186 ბავშვი.

banner
წინა სტატიაში„საუბარი იმაზე, რომ დღეს შეიძლება ვინმემ დატოვოს საკონსტიტუციო კომისია, უბრალოდ უსაფუძვლოდ მიმაჩნია” – გიორგი კახიანი
შემდეგი სტატიაUnited-ის თვითმფრინავიდან ძალით ჩამოყვანილმა მგზავრმა ავიაკომპანიას უჩივლა