ევროპის სასამართლო გავლენისგან ერთ-ერთი ყველაზე დაცული ინსტიტუციაა- ჩუგოშვილი

ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ევროპის სასამართლო გავლენისგან ერთ-ერთი ყველაზე დაცული ინსტიტუციაა, რომელსაც ძალიან მაღალი ნდობა აქვს.

“ისინი ძალიან მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუციები არიან და თავს ვიკავებ კომენტარებისგან, როდესაც მართლმსაჯულებას შეეხება საკითხი. დაველოდები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, უფრო მეტი კომენტარის გაკეთება კი გამიჭირდება . ევროპის სასამართლო გავლენისგან ერთ-ერთი ყველაზე დაცული ინსტიტუციაა”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლოზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე განაჩენი გავლენის ქვეშ მიიღო. კობახიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა სხვა პოლიტიკოსებთან ერთად პრეზიდენტსაც ჰქონდა.

banner
წინა სტატიაში,,რბილი ძალა”, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და შპიონაჟი-სუსის ანგარიში
შემდეგი სტატიაზეწოლა სტრასბურგის სასმართლოზე – გოცირიძე კობახიძეს ეთანხმება