ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებმა საპარლამენტო პარტიებთან შეხვედრები დაიწყეს

საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებმა საპარლამენტო პარტიებთან შეხვედრები დაიწყეს. პირველი შეხვედრა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს ფრაქცია “ქართულო ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წევრებთან”. როგორც ფრაქციის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საინტერესო სტუმრობა და წინასაარჩევნოდ ასეთი სტუმრობა საქართველოში მოიმატებს. შეხვედრაზეს საუბრის მთავარი თემა, იქნება არჩევნები, იქიდან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნო პერიოდია.

გია ვოლსკოს განცხადებით, ისინი გაცვლიან ინფორმაციას სტუმრებთან, ასევე ისაუბრებენ წინასაარჩევნო პერიოდში დესტაბილიზაციის საფრთხეზეც.

“იქნება ალბათ ამ დესტაბილიზაციის საფრთხეზეც საუბარი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება მაქვს და ამაზე არაერთხელ მისაუბრია. ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობის” უცვლელი ლიდერი საკმაოდ ღია, სკანდალურ განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ რეჟიმი უნდა დაემხოს. არჩევნებს ვერ დაველოდებით, ეს იყო როგორც ფორბსისთვის მიცემულ ინტერვიუში,ისე “რუსთავი 2″-ისთვის მიცემულ ინტერვიუებში. სააკაშვილს ვგულისხმობ. არის კიდევ ბევრი სხვა, რომელიც პოლიტიკოსებისთვის და საზოგადოებისთვის ღია ინფორმაციაა, რა დამატებით ინფორმაციას ფლობს შსს, ამასთან დაკავშირებით, დამატებითი კომენტარი არ მაქვს.” – განაცხადა გია ვოლსკიმ შეხვედრის დაწყებამდე.

banner
წინა სტატიაშიგოდერძი თევზაძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაფრაქცია “მრეწველები” წინასაარჩევნო მისიის წევრებს ხვდება