„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ პრეზიდენტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბატიმ, საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში, სუმა ჩაკრაბატი პრემიერმინისტრსა და მთავრობის წევრებს შეხვდა. შეხვდრის შემდეგ განცხადებები ევროპის ბანკის მიერ განხორციელებულ ინვესტირებსა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერების საკითხებზე გაკეთდა. ევრობანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ინვესტორთა საბჭოს შეხვედრაშიც.

„ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გავმართეთ საქართველოში, საქართველოსთან ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ევროკავშირისთვის. ეს არის სტრატეგიული მიმართულება. ჩვენ ერთად ისეთ პროექტს ვახორციელებთ, რომელიც შესაძლოა ტირაჟირდეს სხვა ქვეყნებისთვის,“ – განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, EBRD-ის მიერ საქართველოში დაფინანსებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიანკარა მხარს უჭერს საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას
შემდეგი სტატიანინო ბურჯანიძე – „მგელი, მგელი მოდისო“ არ იყოს, ყოველ არჩევნებზე იძახიან, სააკაშვილი მოდისო