ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დაადასტურა “ევროვიზიის” შესაძლო ბოიკოტი

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა “დოიჩე ველესთან” კომენტარში დაადასტურა, რომ მათ უკრაინის პრემიერს ვლადიმირ გროსმანს წერილი გაუგზავნეს, სადაც “ევროვიზია-2017”-ზე რუსი მონაწილის არ დაშვების გამო უკმაყოფილებაა გამოთქმული – გამოცემის უკრაინული რედაქცია ავრცელებს.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის დირექტორის ინგრიდ დელტერნეს მიმართვა დღეს გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მათი კავშირი ნეგატიურად უყურებს შექმნილ მდგომარეობას, ევროპის რამდენიმე მაუწყებელი კი, სულაც კიევისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს.
მანამდე, 28 მარტს გავრცელდა, რომ შესაძლებელია უკრაინას “ევროვიზიის ჩატარების უფლება ჩამოართვას”, თუმცა, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა მსგავსი მესიჯის გავრცელება უარყო.
“ევროვიზია-2017” 9-11 მაისს ჩატარდება. ფინალი კი 13 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მზად არის აშშ-ს დაშლას მხარი დაუჭიროს
შემდეგი სტატია“განხილვა დიდი ხანია პოლიტიკურ განხილვის საგნად გადაიქცა” – ჯაბა სამუშია ნაზღაიძის საქმეზე